ახალი ამბები

გახარია: დავით გრიგორიანს თავში არა ტყვიით, არამედ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება

11 ივლისი, 2019 • 1265
გახარია: დავით გრიგორიანს თავში არა ტყვიით, არამედ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ დავით გრიგორიანს თავში არა ტყვიით, არამედ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება მიღებული.

ამის შესახებ მინისტრმა 11 ივლისს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” განაცხადა.

საუბარია პირზე, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაშავდა თავის არეში და რამდენიმე დღის მანძილზე კომაში იმყოფებოდა. ამას გარდა რამდენიმე დღის მანძილზე აცხადებდნენ, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა.

„დავით გრიგორიანი არის ამ მდგომარეობაში ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებით“, — თქვა გახარიამ. წამყვანის კითხვაზე, — „ანუ დარბევა არაფერ შუაშია, ამას ამბობთ“ — პასუხად გახარიამ თქვა: „გრიგორიანმა როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი“…

მინისტრს არ აუხსნია, რა ბლაგვი საგნით მიიღო დაზიანება გრიგორიანმა და რა ვითარებაში, მხოლოდ ის თქვა, რომ ზოგიერთს ძალიან სურდა, რომ უფრო მძიმე შედეგით დასრულებულიყო ყველაფერი, თუმცა, ექიმების წყალობით, ეს ასე არ მოხდა.

მძიმეა პაციენტის მდგომარეობა, რომლის ვინაობასაც ვერ ადგენენ – გაავრცელეთ, შეიძლება ეძებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი