ახალი ამბებირეკლამა

„რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისაგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

11 ივლისი, 2019 • 2445
„რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისაგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

სასტუმრო რამადა ენკორ თბილისი მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის „Wyndham Hotels & Resorts“-ის წევრია და მან ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) 2018 წლის საუკეთესო რამადა ენკორის ტიტული მოიპოვა. სასტუმრო ასევე წარდგენილია Wyndham Hotels & Resorts-ის მსოფლიო ქსელის საუკეთესო სასტუმროს ნომინაციაზე, რომლის გამარჯვებულიც სექტემბერში, ლას-ვეგასში გამოვლინდება.

Ramada Encore Tbilisi

Ramada Encore Tbilisi

რამადა ენკორ თბილისმა ჯილდო საუკეთესო მომსახურების, მაღალი სტანდარტების, ხარისხისა და სტუმართა მაღალი კმაყოფილების საფუძველზე დაიმსახურა. სასტუმრომ ასევე მაღალი შეფასება მიიღო Wyndham Hotels & Resorts -ის წარმომადგენლებისა და აუდიტორებისგან, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სწავლობენ და ამოწმებენ ბრენდის ოპერირებასა და წარმატებას გახსნის დღიდან.     

2018 წელს სასტუმრომ ტურიზმის ეროვნული ჯილდოც მოიპოვა, Welcome to Georgia-ს მიერ დასახელებულ ნომინაციაში – The Best Value – Standard Accommodation.

m²-ის სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისაგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

m²-ის სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისაგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

სასტუმროს 152 თანამედროვე და კომფორტული ნომერი აქვს, რესტორანი „შავი ლომის ჰაბი“, ბარი, სამი საკონფერენციო სივრცე და ფიტნეს დარბაზი. სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი. იგი მომხმარებელს კომფორტსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას, ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ბოლო დროის ტურისტული ტენდენციის მიხედვით კი, მომხმარებელს სწორედ ეს სჭირდება.

რამადა ენკორ თბილისი ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში უკვე შეძლო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდოების მოპოვება. ეს ეფექტური მენეჯმენტისა და პროფესიონალი პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მომხმარებელი იღებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას და მოქნილ ფასებს. სასტუმრო წარმატებით მასპინძლობს, როგორც ბიზნეს, ისე ტურისტული ვიზიტით ჩამოსულ სტუმრებს, – ამბობს m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ჰოსპიტალიტი მიმართულებით, თამარ გულედანი

მასალების გადაბეჭდვის წესი