ახალი ამბებირეკლამა

m2- სა და „ანაგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1 ოქტომბერი, 2021 • 1140
m2- სა და „ანაგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან Georgia Real Estate-ი ოპერირებს  განახლებული სტრატეგიით, რომელიც დეველოპერული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს და რისკების მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიზნით ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან ტენდერის პირობებით თანამშრომლობს.

სწორედ, სამშენებლო ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, m2 -ის პროექტის m³ საბურთალოს მე-7 და მე-9 კორპუსების მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. 29 სექტემბერს დეველოპერულმა კომპანია m2 -მა და სამშენებლო კომპანია „ანაგმა“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რითიც პარტნიორობა დაადასტურეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებს უკვე აკავშირებთ ერთმანეთთან მუშაობის პოზიტიური გამოცდილება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი