ახალი ამბებისამართალი

ისანში ავტომობილი გატეხეს და მობილური მოიპარეს

11 ივლისი, 2019 • 1926
ისანში ავტომობილი გატეხეს და მობილური მოიპარეს

დღეს, 11 ივლისს, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, მინივენის ტიპის ავტომობილი გატეხეს, საიდანაც მოპარულია მობილური ტელეფონი.

გამთენიისას ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციის ლენტით შემოსაზღვრეს დაზარალებულის ავტომობილი, ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტები თითის ანაბეჭდებს იღებდნენ შესაძლო დამნაშავის დასადგენად.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი