ახალი ამბები

“ამოდით სცენაზე და მოიხადეთ ბოდიში” – დიღმელაშვილი დეპუტატ კაკი ზოიძეს

10 ივლისი, 2019 • 1128
“ამოდით სცენაზე და მოიხადეთ ბოდიში” – დიღმელაშვილი დეპუტატ კაკი ზოიძეს

“სირცხვილიას” აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი დეპუტატ კაკი ზოიძეს მიმართავს, რომ მან აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადოს.

მანამდე ზოიძემ ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ ეპითეტები: “მტრები და მეხუთე კოლონა”, რომელიც ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში გამოიყენა, რუსთაველზე  მიმდინარე“სირცხვილიას” აქციის მონაწილეებს არ ეხება.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ზოიძის ამ განმარტების არ სჯერათ.

“ამოდით და ბოდიში მოუხადეთ ახალგაზრდებს, მზად ვართ, ამისთვის სცენა დაგითმოთ”, – ამბობს დიღმელაშვილი და ამატებს, რომ ბოდიშისთვის სცენას გახარიას არ დაუთმობდნენ, ზოიძეს კი კიდევ ერთ შანსს მისცემენ.

მტრები და მე-5 კოლონა აქციის მონაწილეებისთვის არ მიწოდებია – ზოიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი