ახალი ამბები

ძიძიგური: ვარდების რევოლუცია მთავრობის ძალადობრივი გზით შეცვლა იყო

9 ივლისი, 2019 • 2126
ძიძიგური: ვარდების რევოლუცია მთავრობის ძალადობრივი გზით შეცვლა იყო

ზვიად ძიძიგური ვარდების რევოლუციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლად აფასებს. ეს განცხადება პოლიტიკოსმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერSი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2003 წელს რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილებისას სისხლი არ დაღვრილა, თუმცა ეს ძალადობრივი გზით მოხდა:

“ვარდების რევოლუცია ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით. სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ ძალადობრივი გზით შეცვლა. არაფერი სიკეთე ამან ქვეყანას არ მოუტანა, ისევე როგორც ზვიად გამსახურდიას დამხობამ. ვამბობ და შევთანხმდით პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ იმაზე, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა”, – ამბობს ძიძიგური.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ თავად ზვიად ძიძიგურიც ამ ძალადობრივ გადატრიალებაში მონაწილეობდა, რადგან ის ვარდების რევოლუციის მონაწილე იყო, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ასეა:

“ვიყავი, ვიყავი და მას მერე ყველამ ვთქვით და შევთანხმდით, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. ეს იყო ძალაუფლების ხელში ძალით ჩაგდება”, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი