ახალი ამბები

პირველი პრაიდი და “ღირსების მარში“ თბილისში [ფოტორეპორტაჟი]

8 ივლისი, 2019 • 3184
პირველი პრაიდი და “ღირსების მარში“ თბილისში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ლგბტ აქტივისტებმა “თბილისი პრაიდის“ ფარგლებში “ღირსების მარში“ გამართეს. მსვლელობის განმავლობაში, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას შემოუარეს შეძახილებით, მოთხოვნებითა და ბანერებით.

ღირსების მარში “თბილისი პრაიდის” დასკვნითი ღონისძიება იყო. ორგანიზატორებმა ის რამდენჯერმე გადადეს, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილად შსს აირჩიეს. აქტივისტები განმარტავენ, რომ შსს უნდა იყოს ის უწყება, რომელიც ადამიანების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.

“მინდა დაგიცავ, მინდა არა!. გ. გახარია“.ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

აქტივისტების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო, რომელიც მათი თქმით, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა, მათ შორის, ქვიარ თემის უსაფრთხოებას. ამავადროულად კი, ფაშისტურ და ძალადობრივ ჯგუფებებთან თანამშრომლობს.

“გახარიამ მშვიდობიანი ადამიანები შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს”, – განაცხადა პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თაზო სოზაშვილმა.

თბილისში ლგბტ აქტივისტებმა “ღისების მარში“ ჩაატარეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

აქტივისტებმა შსს-ს ტერიტორია მარშის დასრულების შემდეგ მალევე დატოვეს. ამ ადგილას რუსთაველიდან ჰომობოფური განწყობის ჯგუფები მოემართებოდნენ.

“ღირსების მარში შედგა იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმეთ ჩვენი უფლებები და არ დავთმეთ საჯარო სივრცე“, – თქვა მსვლელობის დასასრულს “თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

თბილისში ლგბტ აქტივისტებმა “ღისების მარში“ ჩაატარეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“მინდა დაგიცავ, მინდა არა!. გ. გახარია“.ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისში ლგბტ აქტივისტებმა “ღისების მარში“ ჩაატარეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“მინდა დაგიცავ, მინდა არა!. გ. გახარია“.ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისში ლგბტ აქტივისტებმა “ღისების მარში“ ჩაატარეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისში ლგბტ აქტივისტებმა “ღისების მარში“ ჩაატარეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამავე თემაზე

პრაიდის “ღირსების მარში” შსს-სთან ჩატარდა [ფოტო/ვიდეო]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი