ახალი ამბები

რუსთავი 2-ის შენობასთან ტელეწამყვანის მიერ პუტინის გინებას აპროტესტებენ

8 ივლისი, 2019 • 1123
რუსთავი 2-ის შენობასთან ტელეწამყვანის მიერ პუტინის გინებას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთავი 2 -ის შენობასთან.მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას.

“გამოვიდეს გვარამია და აგოს პასუხი” , – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე  დასძენს – “ომი რომ დაიწყოს, სად წავლენ გვარამია და გაბუნია? ადგებიან და წავლენ”.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ითხოვენ აქციის მონაწილეები, ერთ-ერთი პასუხობს:

“გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს”.

“დაიხუროს ეს ტელევიზია”, – ამბობს კიდევ ერთი მონაწილე.

ამ აქციამდე პროვოკაციად შეაფასეს ტელეწამყვანის გინება პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი