ახალი ამბები

ხიდაშელი: ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი

27 დეკემბერი, 2014 •
ხიდაშელი: ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი

ამ საკითხზე თინა ხიდაშელმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ:

 

ხიდაშელის განმარტებით, ზურაბ ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი:


“ალბათ, ეს იქნება ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც კი შეიძლება უკრაინის ხელისუფლებას ამ ეტაპზე დაემართოს, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილია. ზურაბ ადეიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში დაკავებული იყო სახელმწიფო რეკეტით. ის იყო ადამიანების წამების ერთ-ერთი ორგანიზატორი, კმაყოფილი და ბედნიერი იმ ძალადობრივი სისტემით, რომელიც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში იქმნებოდა და რაც შემდეგ, მისი მთავარი პროკურორობის დროს საბოლოოდ გამყარდა, განმტკიცდა და მისი კაბინეტიდან იმართებოდა”.

 

 საქართველოს იუსტიციის ექსმინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის ნოემბერში გამოცხადდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი