ამ საკითხზე ირაკლი შოთაძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ: 

 

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადეიშვილი არის საქართველოს მიერ ძებნილი მთელ რიგ საქმეზე, ასევე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია ძებნა. შესაბამისად, თითოეული ქვეყანა, მათ შორის, უკრაინა, ვალდებულია მოახდინოს წითელი ცირკულარით ძებნილი პირის დაკავება და ძებნის ინიციატორი ქვეყნისთვის გადაცემა, ანუ ექსტრადირება მოახდინოს. მე ვერც ერთი ქვეყნის პირად საქმეში ვერ ჩავერევი, მაგრამ ეს არის სამართლებრივი პროცედურები”.

 

დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის ნოემბერში გამოცხადდა.

 

დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსია იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გახსნა.

ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *