“ჩვენ გუნდს ამ წლის განმავლობაში რაც პროკურატურაში ვართ, არ შეუჩერებია უწყების რეფორმირებაზე მუშაობა, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაზეც პრემიერმა გააკეთა განცხადება. პროკურატურაში უკვე დაიწყო და უახლოეს ხანებში შეიქმნება ის სამმართველო, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე პატიმრების თუ სხვა პირთა მიმართ წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხება. ეს სამმართველო აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტურად და სწრაფად მოახდენს რეაგირებას”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ვინ უხელმძღვანელებს სამმართველოს, მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა, რომ მის მუშაობაში უწყების თანამშრომლები ჩაერთვებიან.
ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საკითხებზე იმუშავებს, 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსია იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გახსნა.