ახალი ამბები

ბერუჩაშვილი: რუსეთი ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი საფრთხეა

26 დეკემბერი, 2014 •
ბერუჩაშვილი: რუსეთი ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი საფრთხეა

“დღეს რუსეთი არის ზოგადად ევროპული უსაფრთხოების ძალიან დიდი საფრთხე და ვიტყოდი უფრო მეტს – არა მარტო ევროპული უსაფრთხოების. ამიტომ არის საჭირო და ჩვენი დიპლომატია ემსახურება სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად მოვიპოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა,”– განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

 

ბერუჩაშვლი ამბობს, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ არც თავშეკავებული, არც ისტერიული პოლიტიკა არ აქვს.

 

“ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს აქვს თავშეკავებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. საქართველოს ნამდვილად არ აქვს ისტერიული პოლიტიკა რუსეთის მიმართ. საქართველოს აქვს ყველა ის შესაძლებლობა გამოყენებული რუსეთთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ გვაძლევს საერთაშორისო ფორმატები, მრავალმხრივი ფორმატები და ამას გააფართოებს, გამოიყენებს და იქნება უფრო ფორსირებული და აქტიური მუშაობა მომავალი წლის განმავლობაში,”– განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

 

ბერუჩაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

 

“ეს არის მთავრობის აზრიც, როგორც პრემიერ–მინისტრმა დღეს ძალაინ მკაფიოდ თქვა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის პრიორიტეტები, რაც აქვს დღეს საქართველოს,”– განაცხადა ბერუჩაშვილმა.

 

დღეს პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ტაბულას” შეკითხვას – “არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრინის საერთო მტერი?” არ უპასუხა.

 

თამარ ბერუჩაშვილი/სააგენტო პირველის ფოტო
თამარ ბერუჩაშვილი/სააგენტო პირველის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი