“ამაზე გავაკეთეთ კომენტარი, რომ მზაობა გვაქვს, ეს არაერთხელ განგვიცხადებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ჭირდება ძალიან კარგი დაგეგმვა და მომზადება, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს, ჩვენ ასე მიგვაჩნია. ჯერ ნაადრევია, მე ვფიქრობ, საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, რა ფორმატით შედგება. პასუხი არის შემდეგი, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზაობა გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა და ამას ჭირდება ძალიან კარგი მომზადება, რომ შეხვედრა იყოს შედეგიანი,”– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა
რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებულ და ცხინვალთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაბიჯები არაადეკვატური იყო მთავრობის მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკის გათვალისწინებით.
“რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული სუტუაცია, ვინაიდან, მიუხედავად ჩვენ მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში, ძალიან, მე ვიტყოდი, არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი, რაც გადმოიდგა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან, მე ვგულისხმობ გაფორმებულ ხელშეკრულებას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან, ასევე, დაანონსებულ შეთანხმებას, რომელსაც აპირებენ, რომ გააფორმონ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან.”
ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არ წაადგება ორმხრივ ურთიერთობებს და საქართველოს მთავრობამ 2 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთის, რომ ურთიერთობის ნორმალიზება და კონსტრუქციულ ფარგლებში გადაყვანა მოეხდინა. ღარიბაშვილის თქმით, ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს არ აპირებს.
“ჩვენ ვაწარმოებთ პორაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც ეხება, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს.”
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას რუსეთთან დაკავშირებით, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას არათუ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული:
“სტრატეგიას რაც შეეხება, ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, დიალოგს, არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ყურადღების ცენტრში ვამყოფოთ ჩვენი ქვეყანა და ეს საკითხები,”