ახალი ამბები

სენაკში, მდინარე ცივში, მამა-შვილი დაიხრჩო

29 ივნისი, 2019 • 1194
სენაკში, მდინარე ცივში, მამა-შვილი დაიხრჩო

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სახარბედიოში, მდინარე ცივში, მამა და მისი ქალიშვილი დაიხრჩვნენ. მდინარემ ისინი 28 ივნისს გაიტაცა, ცხედრები კი მაშველებმა დღეს, 29 ივნისს, გამთენიისას იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, სამძებრო ოპერაციაში სამი მყვინთავი და სამი მაშველი მონაწილეობდა. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე, დაუდგენელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი