ახალი ამბები

რუსთაველზე აქცია დასრულდა – 29 ივნისს “თავისუფლების მარში” იმართება

28 ივნისი, 2019 • 1104
რუსთაველზე აქცია დასრულდა – 29 ივნისს “თავისუფლების მარში” იმართება

28 ივნისს აქციის მეცხრე დღე თბილისში, რუსთაველის გამზირზე დასრულდებულია.

აქციის მონაწილეებმა 29 ივნისს რესბუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე “თავისუფლების მარში” დააანონსეს. მსვლელობა 19 საათზე დაიწყება.

აქციის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა ამ დროისათვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, თუმცა მინისტრი გადადგომას არ აპირებს. მას მხარდაჭერას უცხადებს სახელისუფლებო გუნდი და ამ მოთხოვნას არ იზიარებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 20-21 ივნისის დარბევაზე პასუხისმგებელი არის სწორედ გიორგი გახარია. აღნიშნული დარბევისას დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი