ახალი ამბები

პარლამენტის წინ აქციაზე “ჟუჟუნა წვიმას” მღერიან – ვიდეო

28 ივნისი, 2019 • 1285
პარლამენტის წინ აქციაზე “ჟუჟუნა წვიმას” მღერიან – ვიდეო

პარლამენტის წინ უკვე მეცხრე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ამჟამად მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

დღევანდელ აქციაზე წვიმს. აქციის მონაწილეებმა იმღერეს “ჟუჟუნა წვიმა”.

ნახეთ ვიდეო:


ხელისუფლებამ აქციის ძირითადი მოთხოვნებიდან 2 დააკმაყოფილა – გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებს. აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა იყო 20 ივნისის დარბევისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა გათავისუფლება, რაც ნაწილობრივ შესრულდა (დაკავებულთა ნაწილს პატიმრობის ვადა ამოეწურა, ნაწილი კი გაათავისუფლეს).

მასალების გადაბეჭდვის წესი