ახალი ამბები

გახარია: არცერთი ტყვია, რომლიც აკრძალულია, მსგავს ღონისძიებებში, არ გამოგვიყენებია

27 ივნისი, 2019 • 894
გახარია: არცერთი ტყვია, რომლიც აკრძალულია, მსგავს ღონისძიებებში, არ გამოგვიყენებია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას ამბობს, რომ უწყებას 20 ივნისის დარბევის დროს არ გამოუყენებია არცერთი ტყვია, რომლის გამოყენებაც ასეთ დროს აკრძალულია:

“არცერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით, ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა. ყვლა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას აქვს თავის პროტოკოლი, რომლის დარღვევაც იწვევს გარკვეულ შედეგებს, რაც ასევე უდნა გახდეს და არის გამოძიების საგანი” ,- ამბობს გახარია.

მისი თქმით, ის რეგლამენტები, რაც ამ ტყვიების გამოყენებაზე არსებობს, შესაძლებელია გადაიხედოს:

“თქვენ რაღაც ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის დათვის ტყვიებს, ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გამჟღავნდება. ყველაფერს ხომ გამოძიება დაადგენს და იტყვის, რას რა სახელი უნდა ერქვას.  ის რეგლამენტები, რომელიც არსებობს ამ ტყვიების გამოყენებაზე, შიეძლება გადაიხედოს. შეიძლება სხვა სახის პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვლაისწინებს  საერთშორისო ნორმებს.

თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან, არის გამოსაძიებელი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან, რომელიც იქნება გასაუმჯობესებელი. არსებობს დღევანდელი პროტოკოლი, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან”, – ამბობს გახარია.

მისი თქმით, პოლიცია 20 ივნისს, 22:00-დან 00:00 საათამდე, საკუთარ თავს და კოლეგებს მხოლოდ ფარების მეშვეობით იცავდა:

“რაც შეეხება საჭიროებას, ეს არის ღონისძიების მიმდინარეობის თემა. ეს აქცია 7 საათიდან 10 საათამდე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა, სანამ არ განხორცილედა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის. პრობლემა იყო კიდევ ის, რომ ამ აქციაში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. შემდგომ უცბად მოხდა ჯგუფურად შეთანხმებით პოლიციაზე თავდასხვმა პარლამენტის შენობის შტურმის მიზნით.

პოლიცია გახდა იძულებული შეესრულებინა თავის ვალდებულება. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ეს ყველაფერი გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დამდგარიყო კონსტიტუცია, სახელმწფიო ინსტიტუტი, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი.

დიდმა უმრავლესობამ ამ პოლიციელების შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, 10 საათიდან 12 საათამდე პოლიციელებს ჰქონდათ ერთადერთი საშუალება, რომ მხოლოდ ფარებით გაეწიათ თავდასხმებზე წინააღმდეგობა. კორდონიდან 30 პოლიციელი ისე იყო გატაცებული, ამ ადამიანებმა მათი კოლეგების მდგომაროებაზე არ იცოდნენ” ,- ამბობს გახარია.

შს მინისტრის თქმით, ღამის 12 საათამდე პოლიციას არ დაუტოვებია პარლამენტის ტერიტორია და, შესაბამსიად, არასწორია პოლიციის დადანაშაულება, რომ მათ მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყეს:

“ღამის 12 საათმდე პოლიციას არ დაუტოვებია პარლამენტის ტერიტორია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და მათ ვადანაშულებთ, რომ დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა, ღამის 2  საათამდე პოლიციას პარლამენტის პერიმეტრი არ დაუტოვებია. ისინი ერთი ნაბიჯით წინ არ გადამდგარან და არ გასულან პარლამენტის მიღმა. ისინი ვერავის თავს ვერ დაესხმებოდნენ. ღამის 2 საათამდე ისინი მხოლოდ იცავდნენ პარლამენტის შენობას, ერთმანეთს და თავიანთ თავს” ,- ამბობს გახარია.

მისი თქმით, ის საუბრობს მინისტრის რანგში, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ მის სიტყვას სამართლებრივი შეფასება აქვს და აცხადებს, რომ არცერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია, ან არის ლეტალური, 20 ივნისის ღამეს პოლიციას არ გამოუყენებია:

“რასაც აქ ვსაუბრობ, ვსაუბრობ მინისტრის რანგში და თითოეულ ჩემს სიტყვას კარგად ვაცნობიერებ და მას აქვს სამართლებრივი შეფასება. არცერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია, ან არის ლეტალური,, ამ ღონისძიების დროს  გამოყენებული არ ყოფილა  და ვერ იქნებოდა”, – ამბობს გახარია.

ეს ტყვიები შეძენილია 2012 წლის აგვისტოში, ლეტალური არ არის – გიორგი გახარია


20 ივლისს პოლიციამ ძალით,  ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა დემონსტრანტები. შედეგად,  დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი, რამდენიმე მოქალაქეს ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

დააკავეს 305 პირი. არსებობს ცნობები, რომ მათი ნაწილი სცემეს როგორც დაკავებამდე, ასევე დაკავების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი