ახალი ამბები

გახარია ტელეწამყვანებს შეხვდება

27 ივნისი, 2019 • 1553
გახარია ტელეწამყვანებს შეხვდება

ტელეკომპანია “იმედის“ ინფორმაციით, შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 27 ივნისს, ტელეწამყვანებს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვდება. შეხვედრა 20 საათზეა ჩანიშნული.

“დღეს, 20 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება გიორგი გახარიას შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. ფორმატით განისაზღვრა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ტელეარხების, პოლიტიკური თოქშოუების წამყვანები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და შინაგან საქმეთა მინისტრი უპასუხებს ყველა კითხვას, რომელიც 20 ივნისს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხება“,- გვითხრეს შსს-ში.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ პარლამენტს სთხოვა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გამოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გამოსვლა პლენარული სესიის დღის წესრიგში ოფიციალურად არ ჩანიშნულა, პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, შს მინისტრისთვის პარასკევს, 28 ივნისს მოესმინათ.

თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, მმართველი გუნდი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრემიერის და სხვა მინისტრების პარლამეტნში წარდგომას.

დღეს საღამოს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციას გამართავს მამუკა ბახტაძეც.

ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი