ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო

დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარმდგარიყო, თუმცა მისი მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ამის მიზეზად დაასახელა  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. “ყველასათვის ცხადია, არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება. ჩვენი სურვილია, რომ ოპოზიციამაც მშვიდ, სამუშაო რეჟიმში, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ. … ვრცლად ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო