ახალი ამბები

ბახტაძის პრესკონფერენცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება

27 ივნისი, 2019 • 638
ბახტაძის პრესკონფერენცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პრესკონფერენცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციაში.

პრემიერი მამუკა ბახტაძე, რომლის გამოსვლაც პარლამენტში უნდა მოესმინათ, ამბობს, რომ დღეს, 27 ივნისს, გეგმავს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრას.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე საუბარი სამთავრობო პროგრამებზე შეუსაბამოა. შესაბამისად, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენა გადაიდო.

“ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით. მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან.

შესაბამისად, მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს.

ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“,- წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი