ახალი ამბები

მეცოსოპრანო ნინო სურგულაძემ უცხოელი ტურისტები საქართველოში მოიწვია

23 ივნისი, 2019 • 956
მეცოსოპრანო ნინო სურგულაძემ უცხოელი ტურისტები საქართველოში მოიწვია

“საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გიმასპინძლებენ გულითადად! გელით ყველას ჩემს სამშობლოში”, – მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა და და ტურისტები საქართველოში მოიწვია.

მეცოსოპრანოს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ “ტაობუკის” საზეიმო გახსნის გალა კონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.

“რუსეთი ცდიილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში”, – აღნიშნა სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ “ტურისტული ემბარგო” ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. ბლოკადის საპასუხოდ ბიზნესისა და საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის.

“ტრაგედია არ მომხდარა” – მაია სიდამონიძე პუტინის ტურისტულ ემბარგოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი