ნეტგაზეთი | კარასინი: აბაშიძესთან შეხვედრაზე ფრენების აღდგენის საკითხი არ განიხილება კარასინი: აბაშიძესთან შეხვედრაზე ფრენების აღდგენის საკითხი არ განიხილება – Netgazeti

კარასინი: აბაშიძესთან შეხვედრაზე ფრენების აღდგენის საკითხი არ განიხილება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან მარტში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა არ მოხდება.

ინფორმაციას ამის შესახებ РИА Новости ავრცელებს.

როგორც კარასინი ამბობს, აბაშიძესთან შეხვედრა მარტშია დაგეგმილი. გამოცემა წერს, რომ РИА Новости-ს კითხვაზე, შეიძლება თუ არა უახლოეს მომავალში ველოდოთ ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას, კარასინი პასუხობს, რომ “ეს განსჯისა და მოლაპარაკებების საკითხია”.


საქართველოში ვიზიტის დროს, 2019 წლის ივნისში, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა, რასაც თბილისში ანტისაოკუპაციო აქციები მოჰყვა. აქციები 20 ივნისს დაიწყო და პროტესტის განმავლობაში, დემონსტრანტებმა რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის, მაშინდელი შს მინისტრის – გიორგი გახარიას გადაყენება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული შეაფასა “რუსოფობიურ პროვოკაციად”  და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.