“მივიღეთ კანონი უსაფრთხოების საბჭოს შესახებ და გადავწყვიტეთ ამ უწყების გაძლიერება, საჭირო იყო რეფორმები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა ვახტანგ გომელაური (რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს იყო მისი დაცვის უფროსის მოადგილე). რაც შეეხება ალექსანდრე ჭიკაიძის სხვა მოადგილეებს, ერთ-ერთი მათგანი იქნება თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა და ამ პოსტს დაუბრუნდა, ანზორ ჩუბინიძე, რომელიც მანამდე იყო სდსს-ის უფროსი და უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა ასევე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.



![უმრავლესობიდან გასულმა ორმა დეპუტატმა გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-08-at-18.10.59.png)




