ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო: ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია

20 ივნისი, 2019 • 2018
აშშ-ის საელჩო: ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია

20 ივნისს დევნილთა მსოფლიო დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ გამოხატას მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ.

“დევნილთა მსოფლიო დღე ეძღვნება დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებსაც ძალით დაატოვებინეს სახლი. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოაძევა იმ სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომელსაც დღემდე უწოდებენ სახლს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებასა და ტკივილის შემსუბუქებაში.

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება!”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი