ახალი ამბები

თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ – იურისტი

20 ივნისი, 2019 • 1482
თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ – იურისტი

თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის, “თანასწორობის მოძრაობის”, იურისტმა განუცხადა.

შემთხვევა 19 ივნისს, ღამის საათებში, წერეთლის გამზირზე მოხდა. ადვოკატის ცნობით, ამჟამად, დაზარალებული თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით დეტალებზე ცნობებს ჯერ არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ თავდასხმა დაზარალებულის გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა. დანიშნულია ექსპერტიზა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი