“ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გადადგომის შესახებ აკაკი ჩხენკელის განცახდება პრემიერ–მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა.
მთვარობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხედბენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ ვინ შეცვლის ამ თანამდებობაზე აკაკი ჩხენკელს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად აკაკი ჩხენკელი 2013 წლის დეკემბერში დანიშნა.