ახალი ამბები

შსს: პირმა ფეისბუკზე მეგობრებს ყალბი ანგარიშებით 8000 ლარი თაღლითურად ჩაარიცხინა

16 ივნისი, 2019 • 1375
შსს: პირმა ფეისბუკზე მეგობრებს ყალბი ანგარიშებით 8000 ლარი თაღლითურად ჩაარიცხინა

21 წლის გ.ი-მ გასული წლის დეკემბრიდან მაისამდე ფეისბუკის 20-მდე ყალბი ანგარიში შექმნა და მეგობრებს „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული — ჯამში 8 000 ლარი — თაღლითურად ჩაარიცხინა, — აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს-ის თანახმად, ბრალდებული აჭარის პოლიციამ მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი