ახალი ამბები

ახლახან ჰომოფობიური აქციის კიდევ 10-მდე მონაწილე დააკავეს

15 ივნისი, 2019 • 1131
ახლახან ჰომოფობიური აქციის კიდევ 10-მდე მონაწილე დააკავეს

ღამის 00:50 საათისთვის, დაახლოებითი 5-წუთიან მონაკვეთში, პოლიციამ დააკავა ჰომოფობიური აქციის 10-მდე მონაწილე, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

საერთო ჯამში, პოლიციამ ჰომოფობიური აქციის 20-მდე ადამიანი დააკავა.

პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან  „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების აქცია იშლება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საჯარო სივრცეს თმობენ და პრაიდის ჩატარებაზე უარს ამბობენ. თაბაგარის თქმით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს უბრუნებიდან და პრაიდის კვირეულის უსაფრთხოებაზე მსჯელობას ორშაბათიდან გააგრძელებენ.

“ჩვენ ახლა ვიშლებით მშვიდობიანად, რასაც ვაპირებთ არის, რომ ვბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლებასთან უსაფრთხოების საკითხებზე”, – განაცხადა თაბაგარმა.

მისივე თქმით, ისინი ელიან, რომ ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას, რომ პრაიდის კვირეული ძალადობრივი აქციებისაგან თავისუფალი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი