ახალი ამბები

მუცოს კონკურენტები “საზოგადოების რჩეულის” ჯილდოს მოსაპოვებლად

19 ივნისი, 2019 • 2028
მუცოს კონკურენტები “საზოგადოების რჩეულის” ჯილდოს მოსაპოვებლად

ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა და ერთი-ერთია 30-მდე პროექტს შორის, რომელიც “საზოგადოების რჩეულის” გამოსავლენად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობს.

“საზოგადოების რჩეულის” კონკურსი ინტერნეტში მიმდინარეობს.

სასურველ პროექტს ხმა 15 სექტემბრამდე შეგიძლიათ მისცეთ ხმა. ხმის მიცემამდე კი გადაავლეთ თვალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ პროექტებს. ხმის მიცემის პროცედურა და წესები იხილეთ ამ ბმულზე. 

 მე-11 საუკუნის ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია, საფრანგეთი

მონტრეი ბონენის ციხე-სიმაგრეზე პირველი ცნობები მე-11 საუკუნით თარიღდება. მონუმენტი ახალი აკვიტანიის რეგიონის უმთავრეს აქრიტექტორულ, რელიგიურ და ეკონომიკურ ისტორიას ასახავს. სასახლის რეაბილიტაცია ადგილობრივმა ოჯახმა პირადი სასხსრებით დააფინანსა. ნაგებობა რეგიონის ტურისტული ღირშესანიშნაობაა.

ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტი, საქართველო

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი “ქართუ”) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

სამლოცველო ტურინში, იტალია

მე-17 საუკუნის სამლოცველოს კონსერვაცია არქიტექტორებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო. ამას ის ფაქტიც ართულებდა, რომ ნაგებობის პირელადი სტრუქტურა ბოლომდე არასოდეს შეუსწავლიათ.

ეკლესია ჰაარლემში, ნიდერლანდები

ნეო-გოთიკური სტილის ნაგებობა 1893 წელს აშენდა. გასული საუკუნის მანძილზე ეკლესიის სტრუქტურის დიდი ნაწილი დაზიანდა და კონსერვაციას საჭიროებდა. განსაკუთრებულ რეაბილიტაციას მოითხოვდა ნაგებობის გუმბათი.

 

მაღაროების კომპლექსი, პოლონეთი

დედოფალი ლუის ედიტის მაღაროების კომპლექსი მრავალი წლის განმავლობაში ქვანახშირის მოსაპოვებლად გმაოიყენებოდა. დღეისათვის კომპლექსი მუზეუმის ფუნქციებს ითავსებს. რესტავრაცია კომპლექსს ადგილობრივი მთავრობის ჩართულობით ჩაუტარდა და მისი მთავარი მიზანი მაღაროების ტურისტული და საგანმანათლობლო მიზნებისთვის გამოყენება იყო.

არქეოლოგიური ნაშთების პავილიონი, სლოვენია

კომპლექსი 2013-2014 წლებში ქალაქ ცელიეში გაყვანილობის სისტემის რებილიტაციისას აღმოაჩინეს. კულტურული მემკვიდრეობის ადგილობრივმა ინსტიტუტმა არქეოლოგიური ნაშთები კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა და მათი რეზერვაციის პროექტი დაიწყო. დღესდღეობით ამ ადგილას, მუზეუმია მოწყობილი.

კარიერის ხელოვნების ცენტრად ქცევის პროექტი, ესპანეთი

კაერიერი ესპანეთის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს და მისი ფართობი 5 ჰექტარია. სამშენებლო მასალების მოპოვება 1994 წელს შეწყდა და ადგილობრივმა ფონდებმა მისი რეაბილიტაციის გეგმაზე დაიწყეს მუშაობა, რათა კარიერისთვის ახალი კულტურული დანიშნულება შეეძინათ.

სანტიაგო დე კომპოსტელას ტაძარი, ესპანეთი

სამლოცველო 1168-1188 წლებში აშენდა. სკულპტურების სიმრავლე და მათი როგორც სიმბოლური, ასევე რელიგიური მნიშვნელობა სამლოცველოს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ მონუმენტად აქცევს.

სამლოცველო  გრანადაში, ესპანეთი

მე-14 საუკუნის სამლოცველო ანადალუსიური არქიტექტურის თვალსაჩნო ნიმუშია. ნაგებობისთვის დამახასიათებელია არაბული არქიტექტურის გავლენა. ფასადზე მრავლადა ორნამენტები და არაბული წარწერები. მონუმენტი საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის შედეგად აღადგინეს.

 შუა საუკუნეების ბეღელი, შვედეთი

მეცამეტე საუკუნის ბეღელს რეაბილიტაცია მინიმალური ადამიანური და ფინანსური რესურსებით ჩაუტარეს.

ყოფილი ინდუსტრიული ნაგებობის რეაბილიტაცია, თურქეთი

ბამბის ყოფილი ფაბრიკა თურქეთში თანამედროვე არქეოლოგიური კვლევების ცენტრად იქცა. შენობაში მე-19 საუკუნეში ბამბის ფაბრიკა ფუნქციონირებდა, საწარმოს დახურვის შემდეგ ნაგებობა მიტოვებული იყო.

უელსელი პოეტის სახლის რეაბილიტაცია

სახლის მფლობელი უელსელი პოეტი იყო, რომელიც პირველ მსოფლიო ომში 1917 წელს დაიღუპა. შენობა რეაბილიტაციის შემდეგ მემორიალად იქცა, რომელიც კონფლიქტში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

იტალიის და სომხეთის არქეოლოგიური პროგნოზირების მოდელის ერთობლივი კვლევა

მოდელი გამოიყენება ასობით არქეოლოგიური ლოკაციის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც პრეისტორიულიდან შუა საუკუნეების ეპოქამდე თარიღდება. მოდელი გამოიყენება სომხეთში ურარტუს ცივილიზაციის კვლევისთვის.

ბოშათა კულტურის ციფრული არქივი, გერმანია

პროექტს მხარს უჭერს გერმანიის ფედერაციის კულტურის ფონდი. ციფრული არქივი აერთიანებს ბოშათა ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს. მათ შორის, ბოშა მხატვრების ნამუშევრებს.

ვან ეიკის ნამუშევრების კვლევა, ბელგია

გლობალური კვლევის ფარგლებში ვან ეიკის ნამუშევრებს სწავლობენ და მათ ციფრულ ასლებს ამზადებენ. პროექტს ბელგიის კულტურული მემკვიდრეობის სამეფო ინტიტუტი ახორციელებს.

ფლემიშ ასოსიეიჩენი ინდუსტრიული არქეოლოგიისთვის, ბელგია

ასოციაცია 1978 წელს დაარსდა და ბელგიის ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად.

BARCELONA

ნორვეგიის ეროვნული რწმენა – ნორვეგია

ორგანიზაცია 1844 წელს დაფუძნდა და ამს შემდეგ ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მუშაობს. მასში 7 000 მოხალისეა გაწევრიანებული.

ლეონარდ გიანადა, შვეიცარია

ლეონარდ გიანადა შვეიცარიაში მოქმედი ფონდის დამფუძნებელია. ფონდი 1978 წელს შეიქმნა და 40-წლიანი ისტორიის მანძილზე აწყობს სახელოვნებო გამოფენებსა და კლასიკური მუსიკის წარმოდგენებს მის მფლობელობაში არსებულ საკულტო შენობებში.

შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი, სომხეთი

“საზოგადოების რჩეულის” ჯილდოს მოსაპოვებლად შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი ცდილობს, რომელიც სომხეთში დაფუძნებული საგანმანათლებლო პროექტია კულტურული მემკვიდრეობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ისტორიის რადარი, ავსტრია

ციფრული პროექტი 1938 წლის 11 მარტს ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიის მოვლენებს ასახავს. პროექტი რეჟისორებმა, ისტორიკოსებმა და პროგრამისტებმა შექმნეს და ამ მოვლენიდან 80 წლისთავს ეძღვნება.

ხის გემების მშენებლობის მუზეუმი, ხორვატია

პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით განხორციელდა.

ევროპის მონუმენტი, გერმანია

ევროპის ნონუმენტი ციფრული პროექტია, რომელიც ევროპის კულტურას ასახავს და წარმოაჩენს კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელმაც ის შექმნა.

კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობა, გერმანია

ფონდი ეხმარება სირიიდან დევნილ ექსპერტებს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.

ბერძნული კულტურის გზა, საბერძნეთი

ბერძნული კულტურის გზა მულტიდისციპლინური პროექტია, რომლის მიზანია ბერძნული კულტურის მნიშვნელობის ხაზგასმა.

ალპური ზონის რუკების შექმნის პროექტი, იტალია

პროექტში გაერთიანებული 250-მდე ადგილობრივი ალპურ ზონაში კულტურულ მარშრუტებს ქმნის. ინიციატივა 2016 წელს დაიწყო და კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობს.

ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდასაჭერი ინიციატივა, იტალია

ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომელიც კლასიკური მუსიკის მიმართულებით მუშაობენ ერთმანეთთან დაკავშირებასა და კონცერტების გამართვაში.

ადგილი სამეფო მაგიდასთან, პოლონეთი

პროექტი მეფე იან III-ის მუზეუმის ინიციატივის ფრგლებში ხორციელდება და მსურველებს ქვეყნის კულინარიულ ისტორიას აცნობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი