ახალი ამბები

ქუცნაშვილს და GNCC-ს წევრობის სხვა კანდიდატებს მთავრობა პრეზიდენტს არ წარუდგენს

18 დეკემბერი, 2019 • 1236
ქუცნაშვილს და GNCC-ს წევრობის სხვა კანდიდატებს მთავრობა პრეზიდენტს არ წარუდგენს

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილს და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის სხვა კანდიდატებს პრეზიდენტს არ წარუდგენს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. მთავრობაში ამბობენ, რომ შესაბამისი განცხადებები, საკონკურსო ვადების დაცვით, ადმინისტრაციაში წარადგინეს ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა.

თუმცა არცერთი მათგანის კანდიდატურას კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მთავრობა არ განიხილავს.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რატომ მიიღო საქართველოს მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება და ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მთავორბის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ვერ ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი