ახალი ამბები

ეს არჩევნები იყო ხელისუფლებისა და კრიმინალის შერწყმა – ნადირაშვილი

9 ივნისი, 2019 • 2064
ეს არჩევნები იყო ხელისუფლებისა და კრიმინალის შერწყმა – ნადირაშვილი

შალვა შავგულიძის შტაბში საარჩევნო დღეს აჯამებენ. ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ დღევანდელმა არჩევნებმა, “კიდევ ერთხელ აჩვენა “ქართული ოცნების” სახე”.

“დღეს “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით, მოქრთამვით – ეს არის “ქართული ოცნების” სტილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი არ დაემორჩილა ამ ზეწოლას და ყველა ადამიანს, როდესაც ისინი დარჩნენ საარჩევნო ყუთებთან, ჰქონდა საშუალება თავისი არჩევანი გაეკეთებინა საკუთარი სინდისის კარნახის მიხედვით. ეს არჩევანი იყო ძალიან მარტივი… ეს იყო არჩევანი უსამართლობასა და სამართლიანობას შორის,” – ამბობს ნადირაშვილი.

ის მოუწოდებს ყველა მათ წარმომადგენელს, დამკვირვებელსა და კომისიის წევრს: მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება, რომ არ მოხდეს ბიულეტინების გაბათილება გამოგონილი მიზეზების საშუალებით.

“შესაბამისად, ჩვენ უკვე დაველოდებით ინფორმაციას უბნებიდან, ალბათ 2-3 საათში პირველადი სურათი გვექნება და მომდევნო შეფასებებს გავაკეთებთ. მე არ დავიწყებ ჩემი პროგნოზების გაკეთებას, ჩვენს სჯობს დაველოდოთ და ვნახოთ, რა ვითარება გვექნება. დღემ უკვე ჩაიარა, ჩაიარა საკმაოდ მძიმედ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო კრიმინალისა და ხელისუფლების შერწყმა და ამის საშუალებით არჩევნების ჩატარება, მაგრამ ვნახოთ, სულ ცოტა დარჩა შედეგამდე,”- განმარტავს ის.

ამავე თემაზე

კალაძემ ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა

მასალების გადაბეჭდვის წესი