“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში ლადო კახაძემ გაიმარჯვა, “დიდი უპირატესობით”. კალაძემ კახაძეს გამარჯვება უკვე მიულოცა.
კალაძემ ეს განცხადება 20:00 საათზე გააკეთა, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია “წინასწარ მონაცემებს” ეყრდნობა, თუმცა საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ. მას პროცენტები არ დაუსახელებია.
“მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის და გუნდის წევრს, არჩევნებში ჩართულ ადამიანს”, – განაცხადა კალაძემ.
“ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი, გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა ვმართოთ ქვეყანა”, – ამბობს კალაძე.
დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.
“უპასუხისმგებლო პარტიის განცხადება” – შავგულიძის შტაბი კალაძეზე