ახალი ამბები

ევროპარლამენტი Google-ის საქმიანობით უკმაყოფილოა და მასთან ურთიერთობას წყვეტს

28 ნოემბერი, 2014 • 1372
ევროპარლამენტი Google-ის საქმიანობით უკმაყოფილოა და მასთან ურთიერთობას წყვეტს

ევროკავშირს აქამდე არასოდეს მიუცია ხმა კომპანიასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, ამიტომ ეს ფაქტი შეიძლება აღიქვა,როგორც ისტორიული გადაწყვეტილება.

 

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ანტიმონოპოლიური კომისია შემდეგი 4 სფეროს გამოძიებაზე არის კონცენტრირებული:1) როგორ წარადგენს Google საკუთარ თავს კონკურენტების მიმართ 2) თუ როგორ იყენებს Google სხვა ვებ–გვერდის კონტენტს 3) Google-ის დომინანტობა რეკლამაზე საძიებო პირობებში 4) რეკლამის განმთავსებელთა შეზღუდვა რეკლამის სხვა საძიებო სისტემაში გადატანისას.

 

The Wall Streen Journal-ის ცნობით, სტრასბურგში ხმა ამ გადაწყვეტილებას 384–მა კანონმდებელმა მისცა, 174 წინააღმდეგი იყო, 56–მა კი თავი შეიკავა.

 

როგორც WSJ წერს, ევროკავშირი ცდილობს, რომ შეიმუშავოს წესები თავისი ციფრული სექტორისთვის და მხარი დაუჭიროს ადგილობრივ კომპანიებს ბაზარზე, რომელზეც ამერიკული კომპანიები დომინირებენ. ოთხშაბათს ევროკავშირის პერსონალური ინფორმაციის მარეგულირებლებმა მოუწოდეს საძიებო სისტემებს, რომ გააფართოვონ “უფლება, იყო დავიწყებული” წესის მოქმედება თავიანთ ვებ–გვერდებზე.

 

“Google-ს მთელი რიგი დათმობები შესთავაზეს, თუმცა ყველაზე უარი განაცხადა. თუკი დავა გაგრძელდება, შესაძლოა Google 5 მილიარდამდე დოლარით დააჯარომონ,”– წერს Business Insider.

 

მათივე ცნობით, კონკრეტულად Google ხმის მიცემისას არ ყოფილა ნახსენები, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება ნათელს ხდის ევროკავშირის უკმაყოფილებას მისი საძიებო სისტემის დომინანტობით. ევროპაში უკვე 4 წელია, რაც Google ანტიმონოპოლიური გამოძიების საგანია, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის.

 

Google დომინანტია ევროპული საძიებო სისტემების ბაზარზე, ევროპაში ძიების 90% სწორედ Google–ს საძიებო სისტემის საშუალებით ხორციელდება. ეს მნიშვნელოვნად აღემატება Google–ის წილს ამერიკულ ბაზარზე, სადაც მისი საშუალებით ძიების 68% ხორციელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი