ახალი ამბები

შსს: 55 მილიონი ლარის ჰეროინი, მეტადონი, მდმა და სხვა ნარკოტიკები გავანადგურეთ

2 ივნისი, 2019 •
შსს: 55 მილიონი ლარის ჰეროინი, მეტადონი, მდმა და სხვა ნარკოტიკები გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაანადგურეს სხვადასხვა დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები — ჰეროინი, სუბუტექსი, კოდეინის შემცველი აბები, მეტადონი, მდმა, ტრამადოლი და ა.შ — ჯამში, შავ ბაზარზე 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი.

განადგურებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შორის იყო და ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოატრიური ნივთიერებებიც. უწყების ცნობით, ეს რაოდენობა სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ამოიღეს ნივთმტკიცებად.

უწყების განმარტებით, ნარკოტიკები „ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი