ტოიოტას მტკიცებით, ავტომობილი მხოლოდ წყალბადს მოიხმარს და ატმოსფეროში გამონაბოლქვის სახით მავნე ნივთიერებებს არ აფერქვევს. ავტომობილის ავზის სრულად შევსება ტოიოტას ცნობით, 3 წუთშია შესაძლებელი და ის მძღოლს 650-კილომეტრიანი გზის დასაფარად ეყოფა, ხოლო ერთი კილომეტრზე საჭირო საწვავის ღირებულება დაახლოებით 0,09 ცენტს შეადგენს.
მომავალ წელს მსგავსი ძრავის მქონე ავტომობილების გამოშვებასა და გაყიდვაში ჩაშვებას კომპანია ჰონდაც გეგმავს. საკმაოდ ძვირი დაჯდება წყალბადის ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა. ამ ეტაპზე უცნობია რომელი სახელმწიფოები შეძლებენ მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნას.