ფოტოგრაფი გოგი ცაგარელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკზე თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე ავრცელებს.
გიორგი ცაგარელი დაიბადა თბილისში 1947 წელს. განათლებით ინჟინერ-მშენებელი იყო, თუმცა 32 წლის ასაკიდან ფოტოგრაფიას მიჰყო ხელი. თანამშრომლობდა პრესის სხვადასხვა გამოცემასთან.
9 აპრილის ცნობილი ფოტოების ნაწილის ავტორი სწორედ გოგი ცაგარელია. ეს ფოტოები მან 8 აპრილს საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა.