პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოაქალაქეობის აღდგენის გამო დეჟავიუ აქვს.
მისი გადაწყვეტილებაა, უკრაინის პრეზიდენტის. მე, უბრალოდ, მინდა დავაფიქსირო, რომ ბატონი სააკაშვილი არის მისჯილი საქართველოს სასამართლოს მხრიდან კონკრეტული დანაშაულებების გამო. მას აქვს საკმაოდ სოლიდური წლები მისჯილი. მე დეჟავიუ მაქვს – ველოდები, რომ ახლა შეიძლება თანამდებობაზე დაინიშნოს, შემდეგ კიდევ საზღვარი გადაკვეთოს, სახურავზე ავიდეს და ა.შ. როცა უნდა, არის უკრაინელი, როცა უნდა, არის ქართველი, როცა უნდა, მაპუტუელი და ვერ გავიგე, ვინ არის”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლებას არ ურჩევს მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნას, თუმცა, მისივე თქმით, თუ ასე მოხდა, ამან “ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს”.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ზელენსკის მოკავშირე იქნება და მას დიდ სარგებელს მოუტანს.
- უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს — საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს — 28 მაისს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
- სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და მოქალაქეობის აღდგენიდან მეორე დღსვე უკრაინაში ჩაფრინდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა: “კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრები არის საქართველოზე და უკრაინაზე”.
მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში მის მიერვე დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ლიდერად რჩება, დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს და ქართულ პოლიტიკას.
რას ნიშნავს და შეცვლის თუ არა რაიმეს ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება?
ნეტგაზეთი გირჩევთ:
რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოსთვის?