ახალი ამბები

კიევში ხვალ ჩავფრინდები… დავეხმარები ზელენსკის – სააკაშვილი

28 მაისი, 2019 • 1327
კიევში ხვალ ჩავფრინდები… დავეხმარები ზელენსკის – სააკაშვილი

“ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში, სადაც ძალიან ბევრი მიბრძოლია, სადაც ციხეშიც ვმჯდარვარ ორჯერ”, – ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მოქალაქეობა დაუბრუნა.

“კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრები არის საქართველოზე და უკრაინაზე. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და დავეხმარები უკრაინელ ხალხს”, – აცხადებს სააკაშვილი რ2-თან.

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება რამდენიმე პირისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ამავე განკარგულებით, ცვლილება შედის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 2017 წლის 26 ივლისის განკარგულებაში, საიდანაც ამოღებულია ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

ამავე თემაზე

რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება საქართველოსთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი