გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე, მაღაზია „სუფთა სახლში“ ამწე შევარდა.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, დაშავებულია სამი ადამიანი.
შსს-ს ცნობით, ტროტუარზე ჯერ ამწე და კიდევ ერთი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, შემდეგ კი ამწე- მაღაზიის ვიტრინას. დაშავებულები ტროტუარზე იმყოფებოდნენ.