ახალი ამბები

ჯორჯ სოროსი: დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს

14 ნოემბერი, 2014 • • 1115
ჯორჯ სოროსი: დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს

ლექციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების შეკითხვები ძირითადად ეხებოდა რუსეთის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე, ღია საზოგადოების ფონდების როლს ამ რეგიონში. გთავაზობთ სტუდენტებსა და სოროსს შორის გამართული კითხვა-პასუხის მოკლე ვერსიას, რომელიც ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” მოგვაწოდა:

ჯორჯ სოროსის ლექცია თბილისში სტუდენტებისთვის, 14.11.2014
ჯორჯ სოროსის ლექცია თბილისში სტუდენტებისთვის, 14.11.2014

 

 

ფონდების როლი როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთი აგრესიის ფონზე, რისი გაკეთება და შეცვლა შეუძლია ფონდს?

 

პუტინს დემოკრატიული უკრაინის ეშინია, ამიტომ ცდილობს მის დასუსტებას. მე დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს. ახალი საქართველო უფრო მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა. 


რას ფიქრობთ საქართველოში ფონდის მუშაობაზე და საქართველოს სიტუაციაზე?

 

მე გამიჭირდება დეტალური პასუხი იმ შეკითხვებზე, რასაც ფონდი აკეთებს. ისინი თავად წყვეტენ, თუ რაზე უნდა იმუშაონ. მე მიხარია, რომ ვიგებ, რომ ფონდი კარგად მუშაობს. ერთი რამ ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ახლა პოლიტიკური კრიზისი ჩანს თითქოს, ეს მოულოდნელად მოხდა, მანამ, სანამ ჩამოსვლას დავაპირებდი. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ხვალ ალბათ ამაზე უფრო მეტს გეტყვით, რადგან  ლიდერებს ვხვდები.

 

პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში და საქართველოს პოლიტიკური პროცესი – შეიძლება თუ არა, რომ საქართველომ დაიცვას ბალანსი – შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და ამავე დროს, დარჩეს ევროინტეგრაციის გზაზე.

 

პუტინის ინტერესი უკრაინაში არ გამოხატავს რუსი ხალხის ინტერესს. რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ.  პუტინის პოლიტიკის მიზანია, რომ ახალი უკრაინა დაიქცეს და ძველი უკრაინა გაცოცხლდეს. თუ ახალი უკრაინა გადარჩება, მაშინ ‘ახალი რუსეთის’ შექმნის პერსპექტივაც ჩანს.

 

საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – გვაქვს თუ არა შანსი, რომ დაიბრუნოს საქართველომ დაკარგული ტერიტორიები?

 

თუ სამხედრო დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, ცხადია, საქართველოს არ აქვს რესურსი რუსეთს დაუპირისპირდეს- ანუ, თუ ეს იქნება პირდაპირი გზა ტერიტორიის დაბრუნების. ასეთი შეცდომა ერთხელ იყო უკვე დაშვებულია, სააკაშვილის მიერ. რომელსაც ეგონა, რომ ბუშმა წაახალისა და ამერიკა უშველიდა, მაგრამ, ცხადია, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ აქ ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტილებებს, თუმცა რეჟიმის შეცვლამ რუსეთში შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება ოსეთში და აფხაზეთში.


ზოგიერთ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ღია საზოგადოების ფონდი დესტაბილიზაციის წყაროა, რადგან ფერად რევოლუციებს შეუწყო ხელი. თქვენ რას ფიქრობთ?

 

როგორც წესი, რევოლუციები არ ამართლებს და არ არის წარმატებული. არის გამონაკლისები, მაგრამ ეს კარგი გზა არ არის. ღია საზოგადოების შენება გრძელი პროცესია – ეს არის ევოლუციური და არა რევოლუციური პროცესი. მეიდანი უნიკალური შემთხვევაა. ხალხი დაუპირისპირდა ბერკუტის ცეცხლს და ეს წარმატებით გააკეთა, მაგრამ ამის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძალიან მომწიფებული და განათლებული არიან და სწორედ ეს ადამიანები არიან ახალი უკრაინის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი