ახალი ამბები

ევროპარლამენტის არჩევნებში ლე პენი მაკრონს ამარცხებს — Politico

26 მაისი, 2019 •
ევროპარლამენტის არჩევნებში ლე პენი მაკრონს ამარცხებს — Politico

მარინ ლე პენის უკიდურესად მემარჯვენე პარტია ამარცხებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის პარტიას ევროპარლამენტის არჩევნებში, — წერს გამოცემა Politico.

წინასწარი შედეგებით, საფრანგეთში ლე პენის „ეროვნულმა ყრილობამ“ (რომელიც რებრენდირებული „ფრონტ ნაციონალია“) ხმების დაახლოებით 24% მიიღო, მაკრონის ცენტრისტულმა-ლიბერალურმა პარტია „ენ მარშემ“ კი 22.5%.

ამის მიუხედავად, როგორც CNN-ი წერს, მაკრონის პაქტი პარტიასთან, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE), მას ანიჭებს 102 ადგილს ევროპარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ეს ჯგუფი შეიძლება იყოს გადაწყვეტილების მიმღები.

CNN-ის თანახმადვე, წინასწარი შედეგებით, ორმა ყველაზე მსხვილმა ცენტრისტულმა პარტიამ, EPP-მ და S&D-მ ჯამში 81 ადგილი დაკარგეს. თუმცა ALDE-მ და მაკრონის „რენესანსის“ სიამ ერთად დამატებით 33 ადგილი მოიპოვეს.

[განახლებული ინფორმაცია ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების შესახებ ნეტგაზეთზე მოგვიანებით გამოქვეყნდება]

ნახეთ ასევე:

რას ნიშნავს EU-ს არჩევნები ევროპისა და საქართველოს მომავლისთვის?

მწვანეებისა და ლეიბორისტების მოულოდნელი წარმატება – ეგზიტპოლები EU-ს არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი