ახალი ამბები

„გარეჯი საქართველოა“ — წითელ ხიდთან აქციაზე დროებით მაგისტრალი გადაკეტეს

26 მაისი, 2019 • 1912
„გარეჯი საქართველოა“ — წითელ ხიდთან აქციაზე დროებით მაგისტრალი გადაკეტეს

26 მაისის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, წითელი ხიდთან საქართველოს მხრიდან მოქალაქეების ჯგუფმა მარნეულის ეპისკოპოსის ორგანიზებულ აქციაზე დროებით გადაკეტა საავტომობილო გზა და ასე გააპროტესტა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აზერბაიჯანის მხარეს დაწყენული სამუშაოები.

როგორც ინტერნეტგამოცემა IPN წერს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან, როგორც ეპარქიის მღველმთავარმა, გადაწყვიტა, მრევლი წითელ ხიდთან შეეკრიბა გამაფრთხილებელ აქციაზე.

„გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა ხელყონ“, — თქვა ეპისკოპოსმა. „თუ არის კეთილმეზობლობა, მეგობრობა, ეს უნდა იყოს დამყარებული სამართლიანობაზე. ეს გულისხმობს, რომ ერთმანეთის საზღვრებს პატივი ვცეთ, ეს უნდა გაითვალისწინონ და საკითხი კეთილმეზობლური პრინციპებით უნდა გადაწყდეს“, — ციტირებს IPN-ი მარნეულის ეპისკოპოსს.

იმავე დღეს აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების გასაპროტესტებლად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეების ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, აღმართეს საქართველოს დროშები და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

საპროტესტო აქციას მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტრისკენ გზის გამოყვანა დაიწყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სამუშაოები აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და არა ქართულ მხარეს, თუმცა ეს სამუშაოები მაინც შეაჩერეს.

სახელმწიფო მესვეურებმა არაერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას კონსტრუქციულობისკენ და ემოციური განცხადებებისგან თავის შევაკებისაკენ.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე, ყველა საკითხი გავიაროთ [საზღვრის დელიმიტაციის] კომისიის ფარგლებში. კომისია მოწადინებულია, საკითხები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე მოგვარდეს“, — განაცხადა ზალკალიანმა 23 მაისს.

გარეკანის ფოტო: რუსთავი2

 

მასალების გადაბეჭდვის წესი