ახალი ამბები

პოლიციამ გლდანში ”ორი ნაბიჯის” ქურდობისა და მარკეტში ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

24 მაისი, 2019 • 833
პოლიციამ გლდანში ”ორი ნაბიჯის” ქურდობისა და მარკეტში ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა გლდანში “ორი ნაბიჯის” გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, 23 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე, გლდანში, “ორი ნაბიჯში” მ.მ-მ ფარულად შეაღწია, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით, აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ მ.მ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში  თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

როგორც შსს აცხადებს, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი