ახალი ამბები

ავტობუსში, რომელიც იტალიაში გზიდან გადავარდა, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა

22 მაისი, 2019 •
ავტობუსში, რომელიც იტალიაში გზიდან გადავარდა, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იტალიაში გზიდან გადავარდნილ ავტობუსში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

საგარეო უწყების ცნობით, ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, თუმცა ორი ადამიანი შოკური მდგომარეობის გამო საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს და კლინიკიდან მალე გამოწერენ.

ავტობუსში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი ტურისტი იმყოფებოდა, სიენადან ფლორენციისკენ მიმავალ გზაზე გზიდან გადავარდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 30-მდე ადამიანი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი