ზუგდიდში 9 წლის ბავშვს ავტომანაქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ეს მუხლი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. შსს-ს ცნობითვე, ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.