ახალი ამბები

II ტურში მხარდაჭერის ზრდის მეტი რესურსი ჩვენ გვექნება – შავგულიძე

19 მაისი, 2019 • 686
II ტურში მხარდაჭერის ზრდის მეტი რესურსი ჩვენ გვექნება – შავგულიძე

“დაახლოებით რასაც ვფიქრობდით, ისე განვითარდა მოვლენები”, – ეს განცხადება მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ის და ხელისუფლების კანდიდატი ლადო კახაძე იბრძოლებენ.

“პირველივე ტურში გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე ტური იქნება. დაახლოებით თანაბარი ხმებით გადავალთ მეორე ტურში მე და სახელისუფლებო კანდიდატი”, – განაცხადა შავულიძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ტურში, მათი ინფორმაციით ჯამურად, ოპოზიციამ კახაძეზე მეტი ხმა მიიღო, მეორე ტურში მას მხარდაჭერის ზრდის უფრო დიდი რესურსი ექნება.

“თუ მოვინდომებთ, წარმატებას მივაღწევთ”, – თქვა შავგულიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი