დაკავებული Presa.ge -ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს
პრესა.ჯის რედაქტორი გიორგი კაპანაძე, რომელიც პოლიციამ დღეს ზუგდიდში დააკავა , უკვე გაათავისუფლეს.
პოლიციის ცნობით, ის ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ არ ეთანხმება წაყენებულ მუხლებს და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა დაკავების დროს, რა დროსაც, კაპანაძის თქმით, ზრდილობიანად მიმართავდა პოლიციებს და კანონი არ დაურღვევია.
ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ს სატელეფონო ჩართვისას განუცხადა და დასძინა, რომ დაბრუნდება ზუგდიდში და გააგრძელებს არჩევნების გაშუქებას.
ზუგდიდში პრესა.ჯის მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს
19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში.