ახალი ამბები

ენმ შსს-ს მოუწოდებს დაკავებული არასრულწლოვანი აქტივისტების გათავისუფლებისკენ

19 მაისი, 2019 •
ენმ შსს-ს მოუწოდებს დაკავებული არასრულწლოვანი აქტივისტების გათავისუფლებისკენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შსს-ს მიმართავს და არასრულწლოვანი აქტივისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, ზუგდიდის #1 საარჩევნო უბანზე დააკავეს ოპოზიციის ორი აქტივისტი -ოთარ გაბელაია და რუსუდან მჭედლიძე, რომლებმაც “ოცნების” კოორდინატორების მხრიდან საარჩევნო სიების გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.

“ოთარ გაბელაია გახლავთ არასრულწლოვანი და პოლიციას მისი დაკავების უფლება არ ჰქონდა. მივმართავთ შსს-ს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შსს: დაკავებულია 5 პირი, სისხლის სამართლის 2 საქმეზე გამოძიება დაიწყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი