ახალი ამბები

9 თვეში გამოძიებამ ფარული მოსმენის უფლების მისაღებად სასამართლოს 952-ჯერ მიმართა

6 ნოემბერი, 2014 • • 970
9 თვეში გამოძიებამ ფარული მოსმენის უფლების მისაღებად სასამართლოს 952-ჯერ მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ინფორმაციით, ფარულ მიყურადების ნებართვებზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა 2014 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

 

“მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წელს სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ მხოლოდ თბილისის პროკურატურიდან შესული იყო 7195 შუამდგომლობა, 2012 წელს- 5951 შუამდგომლობა, 2013 წლის პირველ 5 თვეში- 1400 შუამდგომლობა, ხოლო 2014 წლის 9 თვეში ყველა საგამოძიებო ორგანოდან მხოლოდ 952 შუამდგომლობა. სტატისტიკა აგრეთვე აჩვენებს, რომ შემცირდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც და თუ 2011 წელს ეს რიცხვი 99.86 %-ს შეადგენდა, 2014 წელს სასამართლოებმა უკვე შუამდგომლობების მხოლოდ 86,03 % დააკმაყოფილეს”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.


10 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ამ თვალსაზრისით  სასამართლოსთან ურთიერთობა ძალიან გართულებული აქვთ, რადგან “ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ მთელი რიგი წინააღმდეგობები, რადგან ხშირად ძალიან მყარად დასაბუთებულ შემთხვევბშიც კი ვერ ახერხებენ ნებართვის მიღებას”.


აქედან გამომდინარე, ღარიბაშილის აზრით, ფარული მოსმენების საწარმოებლად ე.წ. გასაღების სასამართლოსთვის და კომპანიებისთვის გადაცემა კოლაფსს გამოიწვევს.



მასალების გადაბეჭდვის წესი