ნეტგაზეთი | ქუცნაშვილი ამბობს, რომ გვენეტაძის თანამდებობის წასვლის მიზეზი იცის ქუცნაშვილი ამბობს, რომ გვენეტაძის თანამდებობის წასვლის მიზეზი იცის – Netgazeti

ქუცნაშვილი ამბობს, რომ გვენეტაძის თანამდებობის წასვლის მიზეზი იცის

პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ იცის, რატომაც დატოვა თანამდებობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, თუმცა ამ მიზეზს არ ასახელებს.

10 მაისს ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტი ვახო სანაიას კითხვაზე, აინტერესებს თუ არა, რატომ დატოვა ნინო გვენეტაძემ თანამდებობა, ქუცნაშვილმა უპასუხა:

„უზენაეის სასამართლოს თავმდჯომარე რის გამო წავიდა თანამდებობიდან, ეს არის მისი სათქმელი სიტყვა. მე ვიცი რის გამოც წავიდა ის. მე არა ვარ ვალდებული, ყველაფერი გითხრათ… სასამართლოს თაობაზე მე არავითარი ანგარიშვალდებული არა ვარ“, — თქვა ქუცნაშვილმა.

„მიბრძანდით ქალბატონ ნინოსთან, ჩამოართვის ინტერვიუ“, — თქვა ქუცნაშვილმა.

ნინო გვენეტაძე 2015 – 2018 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლო მან 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. ოფიციალურ მიზეზად დასახელებული იყო “ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ”.

9 მაისს ცნობილი გახდა, რომ გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.

10 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას გვენეტაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა კვლავ ჯანმრთელობის მდგომაროებით ახსნა.

დატვირთულმა მუშაობამ ჯანმრთელობაზე გავლენა იქონია და რეაბილიტაცია დამჭირდა – გვენეტაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com